მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლებს. აქ დაგხვდებათ სამნაწილიანი ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია IV, V და VI საუკუნეებში აგებული გალავნით. აღმოაჩენთ ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთებს, სამეფო და სამოქალაქო აბანოებს, მდინარეზე გამავალ საიდუმლო გვირაბს. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში უძველესი, VI საუკუნის ტაძარი, რომელიც ორმოცი წმინდა მოწამეს სახელს ატარებს. ასევე იხილავთ არქეოლოგიურ მუზეუმს, აქ აღმოჩენილი და წარმოდგენილია 3500-მდე არტეფაქტი, რომელთაგან ბევრ მათგანს აქვს მინიჭებული მოძრავი ძეგლის სტატუსი.

Leave a Reply:

English Georgian Russian