Image Alt

ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლებს. აქ დაგხვდებათ სამნაწილიანი ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია IV, V და VI საუკუნეებში აგებული გალავნით. აღმოაჩენთ ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა  ნაშთებს, სამეფო და სამოქალაქო აბანოებს, მდინარეზე გამავალ საიდუმლო გვირაბს. მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში უძველესი, VI საუკუნის ტაძარი, რომელიც ორმოცი წმინდა მოწამეს სახელს ატარებს. ასევე იხილავთ არქეოლოგიურ მუზეუმს, აქ აღმოჩენილი და  წარმოდგენილია  3500-მდე  არტეფაქტი, რომელთაგან ბევრ მათგანს აქვს მინიჭებული მოძრავი ძეგლის  სტატუსი.

English Georgian Russian