Single Post

ეგრისობა

სახალხო დღესასწაული ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე იმართება. დღის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა აქტივობები: შეჯიბრება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ ცხენოსნობის სახეობებში – ისინდი, ცხენბურთი და მარულა, ეთნოგრაფიული კუთხეების გამოფენა, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატების გამოფენა, საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი, გალა-კონცერტი და სხვა. დღესასწაული, რომელიც 2013 წელს, 26 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა, ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება.

English Georgian Russian